სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ დამოუკიდებელ და მრავალფეროვან ხმებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურებიან.
ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული ცვლილებებისთვის
თითქმის 30 წელია, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) გუნდი საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებისთვისა და განვითარებისთვის მუშაობს.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არის პლატფორმა, სადაც ადამიანები, ორგანიზაციები თუ კოალიციები დემოკრატიული ცვლილებებისთვისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის ერთიანდებიან. სამოქალაქო სექტორისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვისა თუ დემოკრატიული საზოგადოების მხარდამჭერი ადამიანებისთვის გაცემული საგრანტო დაფინანსებისა თუ ადვოკატირების მნიშვნელოვან კამპანიებში ჩართულობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ დამოუკიდებელ და მრავალფეროვან ხმებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურებიან. ფონდი საქმიანობს როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მამოძრავებელი ძალა, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ფხიზლად დგას კორუფციის, ჩაგვრისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე, ფონდის ინვესტიცია საქართველოში ღია და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტია. ეს მხარდაჭერა ახალგაზრდების, ქალების, ბავშვების, ლტოლვილების, სტუდენტების, პროფესიული ჯგუფების, სოციალურად დაუცველების, ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გაძლიერებისკენ იყო მიმართული.
ფონდი არის აქტიური წევრი ისეთი დარგობრივი კოალიციებისა, როგორიც არის კოალიცია თანასწორობისათვის, კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია და სხვა.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის გუნდმა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეძლო ახლადშექმნილი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და აქტიური მოქალაქეების მხარდაჭერის, ადვოკატირების კამპანიების, საგანმანათლებლო ინიციატივების, პუბლიკაციებისა და სადისკუსიო სივრცეების წახალისების გზით.
ლორემ იპსუმ დილამდის მორეული მუშაობის, სამპირი გადაგვარჩინეს მემამულედ გაპატიე ბედოვლათობით. გამოფიტული გაამართლა ვითამც, ფრინველებმა მარინაც.
ჩვენი ამბები
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის საქმიანობის მემკვიდრეა. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი 1994 წლიდან იყო ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ქსელის ნაწილი. აღნიშნულ გლობალურ ქსელში განხორციელებული სტრუქტურული, მენეჯერული, თუ გეოგრაფიული ცვლილებების პარალელურად, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და პრიორიტეტული საქმიანობა განახლებული სტატუსითა და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სახელით განაგრძო. ფონდი, რომლის მისია და ღირებულებები უცვლელია, რჩება გლობალური ქსელის პარტნიორად რეგიონში.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის საქმიანობის მემკვიდრეა. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი 1994 წლიდან იყო ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ქსელის ნაწილი. აღნიშნულ გლობალურ ქსელში განხორციელებული სტრუქტურული, მენეჯერული, თუ გეოგრაფიული ცვლილებების პარალელურად, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და პრიორიტეტული საქმიანობა განახლებული სტატუსითა და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სახელით განაგრძო. ფონდი, რომლის მისია და ღირებულებები უცვლელია, რჩება გლობალური ქსელის პარტნიორად რეგიონში.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მდგრადობას სრულად უჭერს მხარს ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ქსელი. ამასთან, ფონდი ახლაც წარმატებით ახორციელებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს და ღიაა სხვა დონორებთან თანამშრომლობისთვისაც.
აღსანიშნავია ფონდის მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიული ცვლილებების თვალსაზრისით. ფონდი საზოგადოების გაძლიერებაზე ზრუნავდა ომის, სოციალური ძვრებისა თუ COVID-19 პანდემიის დროს. ფონდს დიდი წვლილი აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი რეფორმების წინსვლაში, მონაწილეობითი დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვასა და დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებაში.
ფონდის მხარდაჭერით, მიმდინარეობდა დაკვირვება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულებზე, საქართველოში დაარსდა პირველი ბავშვთა ჰოსპისი პალიატიური მზრუნველობისთვის, შენარჩუნდა არაერთი საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი, მხატვრობა თუ ფრესკები; შეიქმნა Microsoft-ის ქართული ანბანის პირველი შრიფტი, უფასო იურიდიული დახმარების სამსახური. საქმიანობა დაიწყეს დღეისთვის წამყვანმა ონლაინ თუ რეგიონულმა მედია ორგანიზაციებმა. სასწავლებლად თუ კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა ათასობით ახალგაზრდა და პროფესიული ჯგუფი.
პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ფონდი რეგულარულად აფასებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო პირობების შესრულებას და დღემდე აგრძელებს ამ პროცესზე დაკვირვებას.
ფონდმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და კვლავ აგრძელებს დაკვირვებას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაზე.
ფონდის ინიციატივით, საარჩევნო დღეებში მოქმედი მედიაცენტრი ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ მედიამ და საზოგადოებამ არჩევნებზე დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციებისგან უწყვეტ რეჟიმში მიიღოს ობიექტური ინფორმაცია არჩევნებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ათასობით ახალგაზრდამ განათლება დასავლეთის უნივერსიტეტებში, ფონდის სტიპენდიით მიიღო.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ზალცბურგის სემინარებში დღემდე მონაწილეობენ.
დღეისთვის წამყვანმა ონლაინ თუ რეგიონულმა მედია ორგანიზაციებმა საქმიანობა ფონდის მხარდაჭერით დაიწყეს.
ფონდის დამსახურებაა Microsoft-ისთვის ქართული ანბანის პირველი შრიფტის, პირველი ქართული ვებგვერდებისა და ქართულ უნივერსიტეტებში პირველი უფასო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის გაჩენა, რისთვისაც 1996 წელს 1 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.
ფონდის 1.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ბიუჯეტით შენარჩუნებულია საეკლესიო-სამონასტრო მხატვრობა და ფრესკები, გამაგრებულია ტაძრები და შექმნილია ელექტრონული არქივები
1999 წლიდან ფონდმა საქართველოში ქრონიკული და განუკურნებელი დაავადების მქონე ადამიანებისთვის პალიატიური მზრუნველობის დანერგვა დაიწყო, 2017 წელს კი გახსნა პირველი ბავშვთა ჰოსპისი საქართველოში.
ფონდისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში შეიქმნა უფასო იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც ყოველწლიურად 30 000-ზე მეტ ადამიანს უფასოდ აკვალიანებს.
2011 წელს, ფონდმა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის ადვოკატირების კამპანია დაიწყო. ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად, ამ პროგრამამ ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებები, შემდეგ კი მთელი ქვეყანა მოიცვა.
ფონდის კვლევა ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს ციხეებში 2003-2013 წლებში არსებულ ვითარებას აფასებს.
ფონდის დაფინანსებით ჩატარებული კვლევისა და თანმდევი ადვოკატირების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეიმუშავოს ეროვნული საბინაო პოლიტიკა.
ფონდისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში შეიქმნა უფასო იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც ყოველწლიურად 30 000-ზე მეტ ადამიანს უფასოდ აკვალიანებს.
მნიშვნელოვანი საქმეები ფონდის ისტორიიდან
სტატუსმეტრი – ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მონიტორინგი
ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგი
საარჩევნო მედიაცენტრი
1200-ზე მეტი ახალგაზრდა თანამედროვე განათლებით
700-ზე მეტი ექიმი ამაღლებული კვალიფიკაციით
8 მილიონი აშშ დოლარი მედიის განვითარებისთვის
ქართული ანბანი Microsoft-თვის
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
ბავშვთა ჰოსპისი
უფასო იურიდიული დახმარება
C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა
ციხეებში პატიმართა წამების კონტექსტისა და სისტემურობის შესწავლა
სათემო (ბინაზე) ფსიქიატრიული მომსახურება
უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისი
ლორემ იპსუმ დილამდის მორეული მუშაობის, სამპირი გადაგვარჩინეს მემამულედ გაპატიე ბედოვლა თობით. გამოფიტული გაამართლა ვითამც, ფრინველებმა. ლორემ იპსუმ დილამდის მორეული მუშაობის, სამპირი გადაგვარჩინეს მემამულედ გაპატიე ბედოვლა თობით. გამოფიტული გაამართლა ვითამც, ფრინველებმა.
ლორემ იპსუმ დილამდის მორეული მუშაობის, სამპირი გადაგვარჩინეს მემამულედ გაპატიე ბედოვლა თობით. გამოფიტული გაამართლა ვითამც, ფრინველებმა. ლორემ იპსუმ დილამდის მორეული მუშაობის, სამპირი გადაგვარჩინეს მემამულედ გაპატიე ბედოვლა თობით. გამოფიტული გაამართლა ვითამც, ფრინველებმა.